მიქელაძე ლევან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლევან მიქელაძე

მიქელაძე ლევან – (Mikeladze Levan) (დ.1957 - გ.2009), ქართველი დიპლომატი, 1996-2001 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, 2002-2006 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკის შეერთებულ შტატებში, 2006-2007 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან

დაიბადა 26 თებერვალი, 1957 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1973-1978 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით; მიიღო გეოგრაფის კვალიფიკაცია;
1978-1992 – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი;
1989-1992 – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დედამიწათშემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების სწავლული მდივანი.

სამეცნიერო ხარისხი:
1987 – გეოგრაფიის დოქტორი.

სამუშაო გამოცდილება:
1992-1994 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული სამმართველოს უფროსი;
1992-1994 – საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატის ეროვნული უსაფრთხოების საგარეო-პოლიტიკური უზრუნველყოფის ჯგუფის მრჩეველი;
1994-1995 – სტენფორდის უნივერსიტეტის (აშშ) ფულბრაიტის სახელობის სტიპენდიანტი მკვლევარი;
1995-1996 – აშშ-ში საქართველოს საელჩოს მრჩეველი;
2008-2009 – პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თანადამფუძნებელი.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი

სახელმწიფო ჯილდო:
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (2016 წ.) (გარდაცვალების შემდეგ).

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები