ჩაბალხეთი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჩაბალხეთი – ამირანის თქმულებაში მოხსენიებული ტოპონიმი. „ბადრი, უსუპი, ამირან ობლები მოვიზარდენით, დევების დაშინებულნი ჩაბალხეთს ჩავიყარენით“. რეალური შესატყვისი არ ეძებნება, ნაწარმოებია ბალხიდან; ბალ–ბალ–ხეთი. ეპოსში ხშრია როგორც რეალური, ისე მოგონილი საგეოგრაფიო სახელები.
მ. ჩიქოვანი
ლიტერატურა
მ. ჩიქოვანი, ქართული ეპოსი, II, 1965, გე. 117-19.