შექცეული ტრიგონომეტრიული ფუნქციები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შექცეული ტრიგონომეტრიული ფუნქციები – ზოგადი სახელწოდება ფუნქციებისა: არკსინუსი, არკკოსინუსი, არკტანგენსი, არკკოტანგენსი, არკსეკანსი, არკკოსეკანსი. ამ ფუნქციებიდან ჩვეულებრივ განიხილავენ მხოლოდ ოთხს და მათ ასე აღნიშნავენ: arcsinx, arccosx, arctgx, arcctgx.

შექცეული ტრიგონომეტრიული ფუნქციები არ წარმოადგენენ ტრიგონომეტრიულ ფუნქციებს.

Seqceuli trigonometriuli funqciebi.PNG

არკსინუსი. Arcsinx – სინუსის შექცეული ფუნქცია. ეს ფუნქცია მრავალსახაა. მის ცალსახა შტოს ეწოდება მთავარი მნიშვნელობა და ასე აღინიშნება arcsinx, სადაც -π/2 <arcsinx< π/2, -1 ≤ x ≤ 1,

ფუნქცია მკაცრად ზრდადი და შემოსაზღვრულია. მართებულია ტოლობა

Arcsinx = (-1)k arcsinx + kπ,

სადაც k ნებისმიერ მთელ მნიშვნელობებს ღებულობს.


არკკოსინუსი. Arccosx – კოსინუსის შექცეული ფუნქცია. ეს ფუნქცია მრავალსახაა. მის ცალსახა შტოს ეწოდება მთავარი მნიშვნელობა და ასე აღინიშნება arccosx, სადაც 0< arccosx< π. -1 ≤ x ≤ 1,

ფუნქცია მკაცრად კლებადი, შემოსაზღვრული და არაუარყოფითია. მართებულია ტოლობა

Arccosx = ± arccosx + 2kπ,

სადაც k ნებისმიერ მთელ მნიშვნელობებს ღებულობს.


არკტანგენსი. Arctgx – ტანგენსის შექცეული ფუნქცია. ფუნქცია მრავალსახაა. მის ცალსახა შტოს ეწოდება მთავარი მნიშვნელობა და ასე აღინიშნება arctgx , სადაც -π/2 < arctgx<π/2, -∞ ≤ x ≤ + ∞,

ფუნქცია მკაცრად ზრდადი და შემოსაზღვრულია მართებულია ტოლობა

Arctgx = arctgx + kπ

სადაც k ნებისმიერ მთელ მნიშვნელობებს ღებულობს.


არკკოტანგენსი. Arcctgx – კოტანგენსის შექცეული ფუნქცია. ფუნქცია მრავალსახაა. მის ცალსახა შტოს ეწოდება მთავარი მნიშვნელობა და ასე აღინიშნება arcctgx , სადაც 0<arcctgx< π, -∞ ≤ x ≤ + ∞,

ფუნქცია მკაცრად ზრდადი და შემოსაზღვრულია. მართებულია ტოლობა

Arcctgx = arcctgx+ kπ,

სადაც k ნებისმიერ მთელ მნიშვნელობებს ღებულობს.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები