ქართველთა ეთნარქები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართველთა ეთნარქები - სიტყვა „ეთნარქი“ ნიშნავს ერის ან ტომის მამამთავარს. ქართველთა ეთნარქები კარგად ჩანს ქართველთა მოკლე გენეალოგიიდან; მსოფლიო წარღვნის შემდეგ კაცობრიობა ნოეს სამი შვილის - სემის, ქამის და იაფეტისაგან გამრავლდა.

ნოეს ძე - ქამი გახდა ქანაანელთა მამამთავარი, სემი ებრაელებისა და სხვა სემიტური ტომებისა, ხოლო იაფეტმა საფუძველი დაუდო ევროპასა და აზიაში გავრცელებულ ერებს, მათ შორის ქართველებსაც. იაფეტის ძენია: გომერი, მაგოგი, მადაჲ იავანი, თუბალი, მერშექი და თირასი.

გომერის ძენია: აშქენაზი, რიფათი და თოგორმა. ერთ-ერთი ვერსიით სწორედ თუბალი და მეშექი (მოსოხი) არიან მიჩნეულნი ქართველთა ბიბლიურ წინაპრებად. მეშექისაგან მესხები წარმოშობილან, თუბალებისაგან - იბერები. მეორე ვერსიით - თოგორმა ანუ თარგამოსია ქართველთა წინაპარი. თარგამოსს რვა შვილი ჰყავდა, რომელთაგან მეორეს ქართლოსი ერქვა. ქართლოსს ჰყავდა ხუთი შვილი: გარდაბოსი, გაჩიოსი, კახოსი, კუხოსი, მცხეთოსი. ქართლის ცხოვრებაში მცხეთოსის მხოლოდ ერთი შვილი - უფლოსია - მინიშნებული, რომელსაც აუშენებია ქართლის ერთ-ერთი ანტიკური ქალაქი უფლისციხე.

წყარო

ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები