ფლეგიასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფლეგიასი – (ბერძნ.) ბეოტიის მეფე. არესის ძე. იქსიონისა და კორონისის მამა.
კორონისმა აპოლონისგან შვა ასკლეპიოსი, ხოლო შემდეგ იქორწინა მოკვდავ ისქისზე. ეს ღალატი არ აპატია აპოლონმა მას და თავისი ისრით განგმირა. განრისხდა ფლეგიასი და დელფოში აპოლონის ტაძარი დაწვა. ამ მკრეხელობისათვის ღმერთებმა მოკლეს ფლეგიასი და სამარდჟამო ტანჯვით დასაჯეს: იგი ჰადესში ზის იმ მოქანავე კლდის ქვეშ, რომელიც ყოველწამს ჩამოვარდნით ემუქრება.