ფლეგიასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფლეგიასი(ბერძნ.) ბეოტიის მეფე. არესის ძე. იქსიონისა და კორონისის მამა.

კორონისმა აპოლონისგან შვა ასკლეპიოსი, ხოლო შემდეგ იქორწინა მოკვდავ ისქისზე. ეს ღალატი არ აპატია აპოლონმა მას და თავისი ისრით განგმირა. განრისხდა ფლეგიასი და დელფოში აპოლონის ტაძარი დაწვა. ამ მკრეხელობისათვის ღმერთებმა მოკლეს ფლეგიასი და სამარდჟამო ტანჯვით დასაჯეს: იგი ჰადესში ზის იმ მოქანავე კლდის ქვეშ, რომელიც ყოველწამს ჩამოვარდნით ემუქრება.




წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები