უსაფრთხოების საგარეო და საერთო პოლიტიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
უსაფრთხოების საგარეო და საერთო პოლიტიკა - მაასტრიხის ხელშეკრულებაში გაფორმებული კურსი ევროკავშირის მიერ შეტანილი დაზუსტებებით.
ამ პოლიტიკის განსაზღვრის და რეალიზების ამოცანებს წარმოადგენენ:
- გაეროს წესდების პრინციპების შესაბამისად, ევროკავშირის საერთო ფასეულობის, ძირითადი ინტერესის, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის დაცვა;
- ასევე ევროკავშირის უსაფრთხოების განმტკიცება, მშვიდობის დაცვა და საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერება;
- საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისთვის ხელშეწყობა;
- დემოკრატიის, კანონიერების, ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებების განვითარება და გაძლიერება.