ტონიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტონიკა (ბერძ. Tonios)


  1. კილოს მთავარი, მყარი ბგერა (გამის I საფეხური), რომელიც იწვევს დასრულებულობის ასოციაციას მასზე მელოდიის ან მელოდიის ნაწილის დამთავრების შემთხვევაში.
  2. კილოს ძირითადი აკორდი (ჩვეულებრივ მაჟორული ან მინორული სამხმოვანება აგებული გამის საფეხურზე), რომელიც ანალოგიურ შეგრძნებას იწვევს მრავალხმიან მუსიკაში. ტონიკის მყარი, დასრულებული ხასიათი გამოკვეთილად ვლინდება მხოლოდ შესაბამის მეტრულ პირობებში (მისი მოთავსებით ტაქტის ძლიერ დროზე და ა. შ.).


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები