მუსიკალური კილო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კილო — მუსიკალური ბგერების ურთიერთკავშირის სისტემა, დაფუძნებული მიზიდულობაზე მერყევი ბგერებისა მყარში (საყრდენში). მუსიკის ისტორიული განვითარების გზაზე გამომუშავდა ტონების სხვადასხვა რაოდენობის მქონე კილოებრივი სისტემები. ევროპული მუსიკის ძირითადი კილოებია მაჟორი და მინორი.