საქართველო-ისრაელის მემორანდუმი, შეთანხმება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველო-ისრაელის მემორანდუმი, შეთანხმება

ერთობლივი მემორანდუმი საქართველოს რესპუბლიკასა და ისრაელის სახელმწიფოს შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შესახებ

შესრულებულია ქ. იერუსალიმში 1995. მემორანდუმი შედგება 12 კარისაგან. მემორანდუმის თანახმად, მხარეები განავითარებენ და განამტკიცებენ თანამშრომლობას თანასწორუფლებიანობის, ურთიერთპატივისცემისა და სუვერენიტეტის, სადავო საკითხების მშვიდობიანი მოგვარების, ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების საფუძველზე. გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამარილის საყოველთაოდ აღიარებულს პრინციპების შესაბამისად, მხარეები მიმართავენ თავიანთ, ძალისხმევას საერთაშორისო და რეგიონული კონფლიქტების, მათ შორის ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის კონფლიქტების მოგვარებისაკენ, რა მიზნითაც აწარმოებენ მოლაპარაკებებს. ხელს შეუწყობენ პარლამენტებს შორის თანამშრომლობას, ურთიერთსასარგებლო ვაჭრობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების საფუძველზე. ასევე თანამშრომლობასა და კავშირების გაღრმავებას ორი ქვეყნის საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის. მხარეები ადასტურებენ თავიანთ სურვილს, დაამყარონ და შემდგომში გააღრმაონ კონტაქტები კულტურისა და ხელოვნების სფეროში. შეუწყობენ ხელს კულტურულ გაცვლას, ერთმანეთის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის, თანამედროვე კულტურის მიღწევების პოპულარიზაციას, ასევე ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ითანამშრომლებენ ისტორიული, კულტურული და მხატვრული ძეგლების შენარჩუნების საქმეში. ამ მიზნით, მხარეებს შორის უნდა დაიდოს ცალკე ხელშეკრულება კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. მხარეები, საერთაშორისო ვალდებულებებისა და თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ითანამშრომლებენ საერთაშორისო დამნაშავეობის, ნარკოტიკების პარალელური გადაზიდვის, ტერორიზმის, თვითმფრინავების გატაცებისა და მეკობრეობის წინააღმდეგ, მხარეები საკანონმდებლო საფუძველს შეუქმნიან თავიანთ ურთიერთობებს ღა უახლოეს მომავალში ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებებს იმ დარგში, რომელიც წარმოადგენს საერთო ინტერესს. წინამდებარე მემორანდუმის დებულებები საფუძვლად დაედება ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებებს.

შეთანხმება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ

დაიდო ქ. იერუსალიმში 1995 წლის 19 ივნისს. შეთანხმება 14 მუხლისაგან შედგება. შეთანხმებაში მონაწილე მხარეებს სურთ განამტკიცონ და განავითარონ მეგობრული ურთიერთობები ორ ქვეყანასა და ხალხებს შორის. დარწმუნებულნი არიან, რომ გაცვლები და თანამშრომლობა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში, ისევე როგორც სხვა მონათესავე სფეროებში, ხელს შეუწყობს ისრაელისა და საქართველოს ხალხების უკეთ გაცნობასა და ურთიერთგაგებას. ამ შეთანხმების განხორციელების მიზნით, დააარსებენ ერთობლივ ისრაელ-საქართველოს კომიტეტს. რომელიც შეიკრიბება პლენარულ სხდომებზე არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ მონაცვლეობით იერუსალიმსა და თბილისში, რათა მოაგვაროს თანამშრომლობის პროგრამების დეტალები, მათ შორის ფინანსური საკითხებიც. ერთობლივი კომიტეტის მიერ შემუშავებული პროგრამების განხორციელება მხარეებს შორის დიპლომატიური არსების მეშვეობით შეთანხმდება. ზემოაღნიშნული შეთანხმება ექვემდებარება დამტკიცებას ან რატიფიკაციას მხარეთა შესაბამისი ეროვნული პროცედურების მიხედვით და ძალაში შედის ამ დამტკიცების ან რატიფიკაციის დამადასტურებელი მეორე ნოტის მიღების დღიდან. შეთანხმება იდება ხუთი წლის ვადით. იგი ავტომატურად გაგრძელდება ყოველი მომდევნო ხუთწლიანი პერიოდით და ძალაში რჩება, ვიდრე არ გაივლის ექვსი თვე მას შემდეგ, როცა ერთ-ერთი მხარე დიპლომატიური არხების მეშვეობით წერილობით აუწყებს მეორე მხარეს თავის გადაწყვეტილებას შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები