სარაბანდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სარაბანდა – (ესპ.zarabanda), ძველებური ესპანური ცეკვა სამწილად ზომაში. თავდაპირველად ასრულებდნენ მხოლოდ ქალები და ამიტომ ხაზგასმული ემოციური ხასიათისა იყო. XV—XVI საუკუნეებში სრულდებოდა როგორც სავალდებულო ნომერი კომედიის დაწყების წინ. XVIII ს.-ში დამკვიდრდა საფრანგეთში, სრულდებოდა სახეშეცვლილი, განსხვავებული მანერით — ნელა, საზეიმოდ, მენუეტის მსგავსად. მოგვიანებით სარაბანდა გახდა სასახლის კარის ცეკვა, იგი შეიტანეს ბალეტში.