პიროტექნიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პიროტექნიკა - (ბერძნული pyz – ცეცხლი და techne – ხელოვნება), მეცნიერების და ტექნიკის დარგი, რომელიც შეისწავლის, აწარმოებს და იყენებს პიროტექნიკურ შემადგენლობას და ამ შემადგენლობით აღჭურვილ ნაკეთობას. ადრე მოიცავდა ასევე ასაფეთქებელ ნივთიერებებს და დენთს, რომლებიც XIX საუკუნეში ცალკე დარგად გამოიყო.