ორატორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ორატორია – ორატორია (იტალ. oratorio, გვ. ლათ. oratorium – სამლოცველო, ლათ. oro – ვლაპარაკობ, ვლოცულობ), დიდტანიანი მუსიკალური ნაწარმოები გუნდის, სოლისტებისა და სიმფონიური ორკესტრისათვის, შექმნილი დრამატულ სიუჟეტზე, მაგრამ განკუთვნილი მხოლოდ საკონცერტო შესრულებისათვის; წარმოიშვა მე-16-17 საუკუნის მიჯნაზე, კანტატის და ოპერის თითქმის პარალელურად და სტრუქტურით ახლოა მათთან. ორატორია კანტატისგან განსხვავდება დიდი ზომით, ეპიკურ-დრამატული ხასიათით და განვითარებული სიუჟეტით, ხოლო ოპერისაგან – თხრობითი ელემენტის უპირატესობით დრამატულ ქმედებასთან.

ორატორია განვითარდა დრამატიზებული ლაუდისაგან, რომელიც სრულდებოდა შუა საუკუნეების რომში, ე.წ. ორატორიებში – ეკლესიის განკერძოებულ ნაწილში, სადაც იკრიბებოდნენ მორწმუნეები ბიბლიის წასაკითხად და განსამარტად, სასაუბროდ სულიერების თემაზე (აქედან წარმოსდგება სახელწოდებაც).



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები