ოპერაციის ჩანაფიქრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ოპერაციის (ბრძოლის) ჩანაფიქრი - ჯარების (ძალების) დაჯგუფების მიერ დასახული საბრძოლო ამოცანის შესრულების ხერხის მთავარი იდეა; ოპერაციის (ბრძოლის) გადაწყვეტილების საფუძველი.
ოპერაციის (ბრძოლის) ჩანაფიქრით განისაზღვრება:
- ძირითადი ძალისხმევის (მთავარი და სხვა დარტყმების მიმართულებების) კონცენტრირების რაიონები; მოწინააღმდეგის განადგურების ხერხები (რა დაჯგუფებები, სად, რა თანამიმდევრობით და როგორ გაანადგურონ,
- საცეცხლე და ბირთვული დაზიანების წესი და მოწინააღმდეგის მოტყუების ღონისძიებები);
- ჯარების (ძალების) დაჯგუფება და მათი ოპერატიული დაწყობა (საბრძოლო წყობა).