ონდულინი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ონდულინი − (ინგლ. onduline < ფრანგ. onde ტალღა და ინგლ. line ხაზი), ბურულის ტალღოვანი ფურცლოვანი მასალა, რომლის მისაღებად გამოიყენება გაწმენდილი ბიტუმი, ცელულოზის ბოჭკოები, მინაბოჭკო და შემავსებლად მინერალური დანამატები. არ შეიცავს აზბესტსს. ონდულინი შექმნა და მისი წარმოება 1944 წელს დაიწყო ფრანგმა გასტონ გრომიემ.