ნუმერაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნუმერაცია – (ლათ. numeratio – ვითვლი)
- 1) რიცხვების დასახელებისა და აღნიშვნების ხერხების ერთობლიობა.
- 2) მიმდევრობით დალაგებული საგნების რიგის ციფრული აღნიშვნა.
მათემატიკის განვითარების ისტორიაში სხვადასხვა ხალხისათვის ცნობილი იყო სხვადასხვა ნუმერაცია: რომაული, არაბული (გადმოვიდა ინდოეთიდან) და სხვ. ნუმერაციას ეწოდება დათვლა, აღრიცხვა.
არაბული ნუმერაცია: რიცხვების აღნიშვნის სისტემა 0,1,2, 3,4, 5, 6,7, 8, 9 ციფრების დახმარებით, რომლებიც თავისი მდებარეობის მიხედვით ყოველ თანრიგში აღნიშნავენ ერთეულთა რაოდენობას.
რომაული ნუმერაცია: რიცხვების აღნიშვნის სისტემა I, X, C, M ციფრებით, რომლებიც აღნიშნავენ ათეულ თანრიგებს 1, 10, 100, 1000 და V, L, D, რომლებიც აღნიშნავენ თანრიგების ნახევარს, ე.ი. 5, 50. 500.