მრუდე ტბა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მრუდე ტბა – ტბა სამხრეთ საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, აბულ-სამსრის ქედის დასავლეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 2814 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 0,26 კმ², მაქსიმალური სიღრმე 6,9 მ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით.