მარტიროსოვი არამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არამ მარტიროსოვი

არამ მარტიროსოვი – (1912, სიღნაღი, – 1998, თბილისი), ენათმეცნიერი, ქართველოლოგი. პროფესორი, დოქტორი (1965).

დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი კავკასიური და აღმოსავლური ენების განხრით; 1941 დაამთავრა ენიმკი-ს ასპირანტურის კურსი და ამავე წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ჯერ ენიმკის, შემდეგ ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლად, სადაც გაიარა გზა უმცროსი მეცნიერ თანამშრომლიდან წამყვან მეცნიერ თანამშრომლამდე. მარტიროსოვი 1938-იდან სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, იყო ა. ს. პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის პროფესორი, კათედრის გამგე.

  • მარტიროსოვი ავტორია ქართული და ქართველოლოგიური ენათმეცნიერების საკითხებზე გამოქვეყნებული მრავალი
  • ნაშრომისა. მათ შორის აღსანიშნავია 5 მონოგრაფია: „ქართული ენის კახური დიალექტი“. გამოკვლევა, ტექსტები, ლექსიკონი (გრ. იმნაიშვილთან ერთად). თბ., 1956: „ნაცვალსახელი ქართველურ ენებში. ისტორიულ-შედარებითი ანალიზი“, თბ, 1964;
  • „ქართული დიალექტოლოგიის ისტორიისათვის”, თბ. 1972;
  • „ჭილ-ეტრატის იადგარი“. ტექსტი და გამოკვლევა (შანიძესა და ა. ჯიშიაშვილთან ერთად), თბ., 1977;
  • „ქართული ენის ჯავახური დიალექტი“. გამოკვლევა, ტექსტები, ლექსიკონი, თბ. 1984.

საქართველოს სომხურ სკოლებში ქართული ენას VII, VIII, IX და X კლასებში ასწავლიდნენ მარტიროსოვის თანაავტორობით შედგენილი სახელმძღვანელოებით.

გ. ცოცანიძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები