ლითონის მაკროსტრუქტურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლითონის მაკროსტრუქტურალითონის სტრუქტურული აგებულება, რომელიც ჩანს შეუიარაღებელი თვალით ან გამადიდებელი ლუპით (გამადიდებლობით 25-მდე). კვლევა მიმდინარეობს ბრტყელ ნიმუშზე, რომლის ზედაპირი სუფთავდება, იხეხება და მუშავდება მჟავას ან ტუტეს ხსნარით. კვლევის შედეგად შეიძლება აღმოჩნდეს ლითონის მთლიანობის დარღვევა (ნიჟარები, ჰაერის ბუშტები, სიფაშრე, ბზარები, განშრევება და სხვ.), მინარევების და არალითონური ჩანართების არსებობა, კრისტალების ფორმა და განლაგება ნაკეთობის სხვადასხვა ნაწილში; ზოგჯერ შესაძლებელია გამოვლინდეს ლითონის მარცვლების აგებულების განსაკუთრებულობა. მაკროსტრუქტურის შესწავლა საშუალებას იძლევა გავაკეთოთ სწორი დასკვნა ნაკეთობის ხარისხის მახასიათებლებზე.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები