ლიანები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხის საყრდენი ფესვები და ლიანები მდინარე ტამბოპატას მახლობელ ტროპიკულ ტყეში

ლიანები − (ფრანგ. liane კატაბარდა, ლიანა < წარმომავლობა გაურკვეველია), ნებისმიერი გრძელღეროიანი მცენარე, რომელსაც ფესვები ნიადაგში, მიწის ზედაპირზე აქვს და იყენებს ხეებსა და სხვა შესაბამის საშუალებებს შვეულად დგომისთვის და ზემოთ აცოცებისთვის, რათა მიწვდეს კარგად განათებულ სივრცეს. მცენარეები, რომლებსაც რაიმე საყრდენის გარეშე დგომა არ შეუძლიათ.

ლიანების უმეტესობა ყვავილოვანი მცენარეებია. საყრდენზე მიმაგრების ხასიათის მიხედვით განასხვავებენ ხვიარა და მცოცავ ლიანებს. ხვიარა ლიანები საყრდენს გარს ეხვევიან; მცოცავი ლიანები კი საყრდენს ემაგრებიან ულვაშებით, განსაკუთრებული ფესვებით, ეკლებით, ქაცვებით და სხვ. ლიანები გავრცელებულია უმთავრესად ტროპიკულ (200-ზე მეტი სახეობა) და სუბტროპიკულ სარტყლებში; ზომიერ სარტყელში შედარებით ცოტაა (200-მდე სახეობა). საქართველოში ლიანები (ეკალღიჭი, სურო, კატაბარდა, მაყვალი და სხვ.) ბევრია კოლხეთის ტყეებში, სადაც ხშირად გაუვალ ბარ-დებს ქმნიან. კულტურული მცენარეებიდან ლიანებს განეკუთვნება ვაზი, ლობიო, ბარდა, სვია, ვანილი და სხვ. ტროპიკულ ქვეყნებში ლიანებისაგან წნავენ კალათებს და ამზადებენ სხვადასხვა ავეჯს. ლიანებს ფართოდ იყენებენ მწვანე მშენებლობაში [მაგ., ამერიკული უსურვაზი, სურო, ცის ვაზი, პუერარია (კუძუ)], ბაღების, სკვერების, ხეივნების, ეზოების, სახლის აივნებისა და მისთ. გასაფორმებლად. ზოგიერთს (მაგ., სატაცურის რამდენიმე სახეობას) ბინებშიც აშენებენ.





წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები