კუბი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კუბი
1) წესიერი ექვსწახნაგა. აქვს 6 კვადრატული წახნაგი, 12 წიბო და 8 წვერო. სხვადასხვა სახის სიმეტრიის 13 ღერძი. a – წიბო, d – დიაგონალი: d = სრული ზედაპირის ფართობი S = 6 a2; მოცულობა V = a3.
ტერმინი ბერძნული წარმოშობისაა κυβοζ – კამათელი. სახელწოდება შემოიღეს პითაგორიელებმა; შემდგომში ტერმინი გამოიყენა ევკლიდემ.
2) რიცხვის ან ალგებრული გამოსახულების მესამე ხარისხი; ასე აღინიშნება a3.