კუბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Kubi.PNG

კუბი

1) წესიერი ექვსწახნაგა. აქვს 6 კვადრატული წახნაგი, 12 წიბო და 8 წვერო. სხვადასხვა სახის სიმეტრიის 13 ღერძი. a – წიბო, d – დიაგონალი: d = Kub001.png სრული ზედაპირის ფართობი S = 6 a2; მოცულობა V = a3.

ტერმინი ბერძნული წარმოშობისაა κυβοζ – კამათელი. სახელწოდება შემოიღეს პითაგორიელებმა; შემდგომში ტერმინი გამოიყენა ევკლიდემ.

2) რიცხვის ან ალგებრული გამოსახულების მესამე ხარისხი; ასე აღინიშნება a3.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები