კონქი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კონქი − (კონქა, ქონქი, კურტიმალი, კამარა, ხულა) − (ბერძ. kónkhē ორკარედი ნიჟარა, საჭმელად ვარგისი მოლუსკი, ნიჟარის მსგავსი ღრუ), ძველრომაულ, ძველბიზანტიურ, ისლამურ და თანამედროვე სატაძრო არქიტექტურაში ჩვეულებრივ ნახევარცილინდრული ფორმის სადგომის (მაგ., ეკლესიის საკურთხევლის აფსიდის) მეოთხედსფეროს მოყვანილობის გადახურვა. საეკლესიო არქიტექტურაში კონქების რაოდენობის მიხედვით გვხვდება ერთკონქიანი, ორკონქიანი, სამკონქიანი, ოთხკონქიანი და ა.შ. ტაძრები.