კასიოპეა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კასიოპეა(ბერძნ.) ეთიოპიის დედოფალი, კეფევსის მეუღლე, ანდრომედეს დედა.

კასიოპეამ სიამაყით დაიტრაბახა ნერეიდების წინაშე, რომ აღემატებოდა მათ თავისი მშვენიერებით. განაწყენდნენ ნერეიდები, არ აპატიეს მოკვდავ ქალს ეს ქედმაღლობა და პოსეიდონს მისი დასჯა მოსთხოვეს. ზღვათა ღვთაებამ დაუყოვნებლივ ამოუშვა თავისი წიაღიდან საშინელი ურჩხული, რომელიც ნთქავდა და ანადგურებდა ეთიოპიას. იგი მსხვერპლად მეფის ქალიშვილს, ანდრომედეს ითხოვდა. მაგრამ ღმერთებმა არ განწირეს მშვენიერი ქალწული. იგი საბერძნეთის დიდმა გმირმა, პერსევსმა იხსნა. ხოლო კასიოპეა ცად აღამაღლეს და მისივე სახელის მქონე თანავარსკვლავედად გარდასახეს.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები