ანდრომედე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანდრომედე(ბერძნ.) ეთიოპიის მეფის, კეფევსისა და კასიოპეას ასული.

თავისი ქალიშვილის სილამაზით გაამაყებულ კასიოპეას დაექადნა, რომ ანდრომედე ზღვის ნერეიდებსაც სჯობიაო მშვენიერებით. განაწყენებულმა ნერეიდებმა ზღვის მეუფე პოსეიდონს შესჩივლეს ეს ამბავი. განრისხებულმა პოსეიდონმა პირობა მისცა მათ, რომ დასჯიდა კასიოპეას თავხედობისთვის. ზღვათა მეუფემ ეთიოპებს მიუჩინა საშინელი ურჩხული, რომელიც ანადგურებდა და ნთქავდა ირგვლივ ყველაფერს. ორაკულის წინასწარმეტყველებით ქვეყანა განთავისუფლდებოდა ამ უბედურებისაგან, თუკი ურჩხული შთანთქავდა ანდრომედეს. როგორც კი, ეთიოპებმა ეს გაიგეს, მეფის დაუკითხავად გამოიყვანეს ანდრომედე სასახლიდან და კლდეს მიაჯაჭვეს ურჩხულის შესაჭმელად. ქალი შიშით გაჰყურებდა ზღვას, საიდანაც ურჩხული უნდა ამოსულიყო და საბრალობლად ტიროდა. ამ დროს გამოჩნდა საბერძნეთის დიდი გმირი პერსევსი. როცა გაიგო ყველაფერი, გული სიბრალულით აევსო, დაელოდა ურჩხულს, შეებრძოლა და მოკლა. შემდეგ იქორწინა მშვენიერ ანდრომედეზე და თან წაიყვანა არგოსში. გარდაცვალების შემდეგ ანდრომედე თანავარსკვლავედად გარდაისახა.

ანდრომედეს მითი დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც ანტიკური ხანის, ასევე შემდგომდროინდელ მხატვრობაში. საყოველთაოდ არის ცნობილი რუბენსის ფერწერული ტილო „პერსევსი და ანდრომედე“.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები