კარის დაჩეხვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარის დაჩეხვა – ავსულებისაგან დასაცავი საქორწინო რიტუალი.

ნეფის სახლში მოყვანილ დედოფალს გადაჯვარედინებულ ხმლებში გაატარებდნენ, რათა დედოფალს ახალ ოჯახში ავი სულები, ეშმაკები არ შეჰყოლოდა და ყოველგვარი ბოროტებისგან ყოფილიყო დაცული. დედოფალი კარებში როგორც კი მარჯვენა ფეხს შეადგამდა, ხმლებს ჩამოიღებდნენ და კარის თავს დაჩეხავდნენ. ტრადიციული წარმოდგენით, კარის თავი რაც უფრო მეტად დაიჩეხებოდა, პატარძალს ოჯახში მით უფრო ნაკლები ბოროტება შეჰყვებოდა.



ლიტერატურა

ნოღაიდელი, 2015; აჭარული დიალექტის... 1978:17.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები