თიღვის წარწერა (1152)
თიღვის წარწერა 1152 – ქართული ასომთავრული წარწერა, ამოკვეთილი თორმეტ სტრიქონად თიღვის მონასტრის (ქარელის რ-ნი) მიძინების ეკლესიის პატრონიკეში შესასვლელის ზემოთ, ტიმპანის საგანგებოდ მორთულ ქვის ფილაზე. წარწერის ტექსტში ა. შანიძემ იამბიკო შენიშნა და იგი ასე გამართა:
ტექსტის მიხედვით. ეკლესია თავდაპირველად ჯვრის სახელობისა ყოფილა, რასაც, ადასტურებს ვახუშტი ბატონიშვილის ცნობაც (ქართლის ცხოვრება, IV, 376:5). წარწერის ბოლოს დასახელებული თამარი არის დავით აღმაშენებლის ასული, რომელსაც, საისტორიო წყაროთა ცნობით, თიღვის მონასტერი აუშენებია და იქვე შემონაზვნებულა (ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანე, ქართლის ცხოვრება, I, 366:15: ვახუშტი ბატონიშვილი, ქართლის ცხოვრება, IV, 165:15, 376:1).
თიღვის მონასტრის აშენებისა და წარწერის თარიღი დაადგინა ლ. რჩეულიშვილმა.
ვ. სილოგავა
ლიტერატურა
- რჩეულიშვილი ლ. შარვანის დედოფლის თამარის აღმშენებლიობა, თბ., 1960;
- ოთხმეზური გ. შიდა ქართლის მთიანეთის ეპიგრაფიკა. კრ. ოსთა საკითხი, თბ., 1996.