თანამგზავრსაწინააღმდეგო ბრძოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თანამგზავრსაწინააღმდეგო ბრძოლა - ღონისძიებებისა და ჯარების მოქმედების კომპლექსი, რომლის მიზანია, კოსმოსში და კოსმოსიდან მოწინააღმდეგის თავდასხმის მოგერიება. თანამგზავრსაწინააღმდეგო ბრძოლა შეიარაღებული ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

თანამგზავრსაწინააღმდეგო ბრძოლის ინტერესებისათვის მშვიდობიანობის დროს ხორციელდება კოსმოსური სივრცის კონტროლი, მიზნების კატალოგის შექმნა და დაზუსტება, ცალკეული კოსმოსური აპარატის ინსპექცია, თანამგზავრსაწინააღმდეგო ბრძოლის საშუალებების შენარჩუნება მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში.

საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას თანამგზავრსაწინააღმდეგო ბრძოლის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:

კოსმოსში ბატონობის მოსაპოვებლად მოწინააღმდეგის გეგმების ჩაშლა, მისი საინფორმაციო და საბრძოლო კოსმოსური სისტემებისა და ცალკეული კოსმოსური აპარატების დაზიანება, საკუთარი ჯარების მოქმედების ეფექტიანობის ამაღლების მიზნით მტრის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის კოსმოსური ეშელონის დაზიანება.

თანამგზავრსაწინააღმდეგო ბრძოლის წარმოებისათვის შეიძლება შეიქმნას სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო და კოსმოსური ბაზირების თანამგზავრსაწინააღმდეგო საშუალებებით (გამშვები დანადგარი, თანამგზავრსაწინააღმდეგო რაკეტა და კოსმოსური აპარატის უშუალო დამჭერი) შეიარაღებული სპეციალური ფორმირებები.

თანამგზავრსაწინააღმდეგო ბრძოლის ძალების გამოყენების ფორმებია მოწინააღმდეგის კოსმოსური სისტემების ორბიტულ დაჯგუფებაზე მასირებული, ჯგუფური და ცალკეული დარტყმები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები