ვინილაცეტატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვინილაცეტატი − (ინგლ. vinylacetate < ლათ. vinum (vini) ღვინო და acetum ძმარი), ძმარმჟავას რთული ვინილური ეთერი CH3COOCH=CH2; უფერო სითხე სუსტი ცრემლმდენი მოქმედებით;

დუღილის ტემპერატურა tდუღ = 73°C;
სიმკვრივე – 934 კგ/მ3;

ადვილად განიცდის პოლიმერიზაციას პოლივინილაცეტატის მიღებით და თანაპოლიმერიზაციას სხვა ვინილურ მონომერებთან ერთად. გამოიყენება პლასტმასების, ლაქებისა და წებოების დასამზადებლად.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები