ვაგენბურგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვაგენბურგი - (გერმანული wagen – ოთხთვალა და burg – თავშესაფარი), სამხედრო აღალის გადასატანი ოთხთვალებისაგან აგებული სიმაგრე, რომელსაც იყენებდნენ ძველად, განსაკუთრებით შუა საუკუნეებში, მტრის იერიშის მოსაგერიებლად. ოთხთვალებს განალაგებდნენ ოთკუთხედად ან წრიულად, შუაში კი ხალხი და ცხენები იდგნენ.