ვაასა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ისრაელის მეფე

ვაასა - (ძვ.წ. 900-877) – ისრაელის მეფე, წარმოშობით ისახარის ტომიდან. მხედართმთავარი ვაასა იერობოამის ძის, ნადაბის მოკვლის შემდეგ მოევლინა მეფედ ისრაელს.

თავისი ხელმწიფობა მან სისხლისღვრით დაიწყო და იერობოამის მთელი დინასტია და ოჯახობა ამოახოცინა. ოჯახის არცერთი წევრი ცოცხალი არ გაუშვიათ, ბიბლიის მიხედვით ყველაფერი მოხდა ისე, როგორც წინასწარმეტყველმა ახიამ იწინასწარმეტყველა. მიუხედავად იერობოამის ოჯახის ამოწყვეტისა ვაასამ შეინარჩუნა ნადაბის პოლიტიკური გზა და გააგრძელა ქვეყანაში კერპთაყვანისმცემლობა. განსაკუთრებით განამტკიცა ბეთილისა და დანის ოქროს ხბოს კერპების კულტი. ისრაელის ახალ დედაქალაქად მან ტირსა გამოაცხადა.

ვაასამ თვალი მიაპყრო იუდეის სამეფოს, რომელსაც მაშინ ასა მართავდა. ამ პერიოდში იუდეა საკმაოდ მომძლავრებულიყო, ამიტომ ვაასამ გადაწყვიტა მისგან თავდასაცავად ისრაელ-იუდეის საზღვარზე გამაგრებული ქალაქი, რამა აეშენებინა. ამის საპირისპიროდ იუდეის მეფე ასა არამელთა მეფე ბენადიდ I-ს (ბენ-ჰადადს) შეუკავშირდა, რიდელმაც აიძულა ვაასა რამას მშენებლობისთვის თავი გაენებებინა. როდესაც ისრაელიანები რამადან გავიდნენ, აქ იუდეის მეფე ასა მივიდა თავისი ჯარით და ქალაქი მთლიანად დააგრია, ხოლო საშენი მასალის ნაწილი იუდეაში გაზიდა. ვაასამ დარჩენილი მეფობა იუდეასთან პაექრობაში და აშკარა დაპირისპირებაში გაატარა. ის გარდაიცვალა მეფობის ოცდამეოთხე წელს და ტირსაში დაკრძალეს. ვაასას შემდეგ ისრაელის ტახტი მისმა ძემ, ელახმა დაიკავა.



წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები