გომეწრის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გომეწრის წმ. გიორგის ეკლესია – (XIX ს.). დგას სოფელ გომეწრის (დუშეთის მუნიციპალიტეტი, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია) შუაგულში.

სარჩევი

აღწერილობა

ძეგლი დარბაზულია (8,5 X 6 მ), ნაგებია ნატეხი ქვითა და რიყის ქვით. სარკმლები ქართული აგურითაა ამოყვანილი. გადახურვა ჩაქცეულია. XX ს. 30-იან წლებში ეკლესიაში სკოლა გაუხსნიათ და ნაგებობისთვის სახე შეუცვლიათ. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. დასავლეთისა ამჟამად გადაკეთებულია სარკმლად. სამხრეთ შესასვლელის წინ ფართო ტერასაა. აღმოსავლეთით, სწორკუთხა საკურთხეველში, ერთი სარკმელია. თითო სარკმელი და თითო სწორკუთხა ნიშია ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში.


ეკლესია შიგნით და გარეთ შელესილი ყოფილა. აღმოსავლეთის და დასავლეთის ფასადზე აგურის წყობით თითო შეღრმავებული ჯვარია გამოყვანილი.

ეკლესია აშენდა 1824 წ. ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ. თავიდან ნაგებობა ხის იყო. საეკლესიო შტატი დაწესდა 1828 წ. და განისაზღვრა ერთი მღვდლითა და ერთი მედავითნით. გომეწრის ეკლესიის მღვდელს ჩაბარებული ჰქონდა სოფლები: კუჭეჭა და მაღაროსკარი.

1854 წ. აშენდა ახალი ქვის ეკლესია. 1914 წ. აღწერის თანახმად, მასზე მიწერილი იყო მაღაროსკარის ღვთისმშობლის მიძინებისა და კუჭეჭას წმ. იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიები, სადაც პერიოდულად აღესრულებოდა ღვთისმსახურება. 1927 წ. 20 მაისს ფშავ-ხევსურეთის ოლქის მთავარხუცესმა, მღვდელმა მიხეილ მთიბელაშვილმა წილკნელ ეპისკოპოს პავლეს (ჯაფარიძე) თავისი ოლქის ეკლესიების მდგომარეობა გააცნო, სადაც წერდა: „ორჯერ გაძარცვეს ჩარგლის ეკლესია, სამგზის შუაფხოს ეკლესია და ერთხელ მუქოსი. სამგზის გაიძარცვა თამარისის მონასტერი უკანა ფშავში. შეურყეველი დარჩა მხოლოდ გომეწრის სამრევლო... ამჟამადა გომეწრის მრევლს ჰყავს მღვდელი მიხეილ ქისტაური, მედავითნე არ ჰყავს და არც ეკლესიური ღვთისმსახურება ტარდება. ამის გამო, მორწმუნე პირნი განიცდიან სულიერ საზრდოს მოკლებას და მწუხარებას, მით უმეტეს, რომ მოკლებულნი არიან წირვა-ლოცვას, წმინდა საიდუმლოს მიღებას და ზოგიერთ სხვა ქრისტიანულ წესებსაც“.

ტაძრის წინამძღვრები

ტაძრის წინამძღვრები იყვნენ მღვდლები:
1824-1846 გიორგი დავითაური;
1846-1851 იაკობ გარსიაშვილი;
1867 გაბრიელ მაჩხანელი;
14.12.1876-26.06.1878 გიორგი იოსებიძე-იონინი;
22.07.1878-28.03.1881 დავით გოგოლაძე;
1881-1888 ნიკოლოზ გოგოლაძე;
22.12.1888-12.06.1891 გიორგი გოცირიძე;
12.06.1891-5.10.1900 ალექსი ბაკურაძე;
10.10.1900-10.10.1904 თეოფანე ტაბატაძე;
11.10.1904-20.04.1912 ნიკოლოზ კახიშვილი;
27.04.1912-1917 ალექსანდრე ციცაგი;
1917-1918 შიო თურქაძე;
1919-1930 მიხეილ ქისტაური/ჯარიაშვილი;

გ. ბაგრატიონი
ბ. მაცაბერიძე
დიაკ. გ. მაჩურიშვილი


წყაროები და ლიტერატურა

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები