გილანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გილან-ი (ბალყ.ყარაჩ. Гылан) – ქარბუქის მფარველი სული, ქარის დედის – ხიმიქის, ვაჟი ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში. ქარიშხლითა და ქარბუქით თანხლებული მკაცრი სიცივეების ჟამს სოფლელები საერთო სახსრებით შეძენილ ხარს დაკლავდნენ და გილანს მიმართავდნენ:

ქარის ძეო გილან,
ნუ აბრუნებ შენს ქარბუქს,
საქონელი არ დაგვიხოცო,
შენს წილს დავტოვებთ!

გარდა ამისა, გავრცელებული იყო საწესო ცეკვა „გილანი“, რომელიც ქარბუქის შეჩერების მიზნით სრულდებოდა. ცეკვის დაწყებამდე სამშტოიან საწესო ჯოხს (Жел къамичи – „ქარის მათრახი“), რომლის წანაზარდებზე ფერადი ლენტები იყო მიბმული, 99-ჯერ ურტყამდნენ ერთი წლის სახედარს, ამასთან, 99 კოვზ ნაცარს ქარში გაფანტავდნენ და ნაბადმოსხმულნი თოვლზე „გილანს“ ცეკვავდნენ მანამ, სანამ მოცეკვავეთა ფეხებქვეშ თოვლი არ დადნებოდა. შემსრულებლებს ცხელი ფაფით (как) უმასპინძლდებოდნენ. შემდეგ ყოველ მოცეკვავეს ხელში თოვლის გუნდა სრულ გადნობამდე.


ლიტერატურა

  • Джуртубаев М. Древние верования балкарцев и карачаевцев. Нальчик, 1991;
  • Кудаев М. Ч. Карачаево-балкарская этнохореография и символика. Нальчик, 2003.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები