ბეტონის ბლოკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბეტონის ბლოკი − (ბეტონიტი, სიღრუეებიანი ბლოკი, ცემენტის ბლოკი, ბეტონის აგური) – ბეტონისგან ჩამოსხმული ნაკეთობები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება მშენებლობაში. არსებობს მასიური და სიღრუეებიანი, დაბალი და მაღალი სიმკვრივის. მზადდება ცემენტისა და შემავსებლისგან, რომელთა სახეობა განსაზღვრავს ბლოკის სიმკვრივეს და სიმტკიცის მახასიათებლებს. დაბალი სიმკვრივის ბლოკები შეიძლება დამზადდეს სამრეწველო ნარჩენების გამოყენებით, მსუბუქი ბეტონის ბლოკები კი აირ-ბეტონის ან მსუბუქი შემავსებლების მეშვეობით.