ბაბაჯანიანი არნო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არნო ბაბაჯანიანი

ბაბაჯანიანი არნო არუთინის ძე - (22. I. 1921, ერევანი, – 15.XI.1983, მოსკოვი), სომეხი კომპოზიტორი და პიანისტი. სსრკ სახალხო არტისტი.

დაამთავრა ერევნისა და მოსკოვის კონსერვატორიები.

ბაბაჯანიანის მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია:

„გმირული ბალადა“ (1950) ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის,
საფორტეპიანო ტრიო (1952),
„ექვსი სურათი ფორტეპიანოსათვის“ (1965),
პოემა-რაფსოდია სიმფონიური ორკესტრისათვის,
კონცერტები ვიოლინოსა და ჩელოსათვის,
2 სიმებიანი კვარტეტი,
სავიოლინო სონატა,
მუსიკა კინოფილმებისათვის და სხვ.

პოპულარული სიმღერები:

„პირველი სიყვარული“,
„ნუ ჩქარობ“


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები