ასტარტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ასტარტა – სიყვარულის და იმავდროულად ომის სირიული ქალღმერთი. მისი კულტი ეგვიპტეში XVIII დინასტიიდან ჩნდება. განსაკუთრებით პოპულარული გახდა მემფისში, სადაც პტახის ქალიშვილად იყო გამოცხადებული. აქ ძირითადად არაეგვიპტური მოსახლეობა ეთაყვანებოდა. ჰეროდოტე ასტარტას „უცხოურ აფროდიტას“ ეძახის. მისი ცნობით, ასტარტას ტაძარი მემფისის ფინიკიელების უბანში მდებარეობდა. როგორც ომის ქალღმერთს, ასტარტას „ცხენის და ეტლის ქალბატონს“ ეძახდნენ და ის გვევლინება ხორის გვერდით ფარაონის მტრების წინააღმეგ ბრძოლაში. როგორც სიყვარულის ქალღმერთი, ხატხორთან გახდა ასოცირებული და მოიპოვა მისი „ზეცის და ღმერთების ქალბატონის“ წოდება და რას ქალიშვილი და მისი „მთვარის თვალი“ გახდა. სტრაბონის თანახმად, ასტარტას მემფისის სელენას ეძახდნენ. ხატხორის და ისიდას კულტების დაახლოვების გამო ის ისიდასთანაც გახდა ასოცირებული.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები