ამოხსნადობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამოხსნადობა – გადაწყვეტადობა, დადებითი პასუხის არსებობა ზოგად, ე. წ. მასობრივ პრობლემებზე. მათემატიკაში საკითხი ზოგადია ანუ მასობრივი, თუ იგი მოიცავს ერთი და იმავე ტიპის უსასრულოდ ბევრ კერძო კითხვას. ყოველი კერძო კითხვა მოითხოვს დადებითი ან უარყოფითი პასუხის მოძებნას. მასობრივი პრობლემა კი ეხება ისეთი სტანდარტული მეთოდის არსებობას, რომელიც მექანიკურად გავრცელდება ყოველ კერძო საკითხზე და მას დადებით ან უარყოფით პასუხს გასცემს.