ხანჩალი (ტბა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტბა ხანჩალი

ხანჩალი - ტბა სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთის ზეგანზე. ხანჩალის ტბა მდებარეობს დიდ ქვაბულში ნინოწმინდის დასავლეთით. ქვებულის სიგრძე 8-9 კმ-ია. სამხრეთ-დასავლეთით ქვებული ესაზღვრება ჩილდირისა და ჰექტეფის ქედების ჩრდილოეთ კალთებს (2800-2900მ). ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან ქვებულს ესაზღვრება ვულკანური მთები, რომელთა ფარდობითი სიმაღლე ქვაბულის ფსკერიდან 70-120 მ-ია. ტბა ძლიერ წყალმარჩხია. ადრე იგი სიდიდით მე-5 ტბა იყო საქართველოში, რომლის მთლიანი ფართობი 13.1 კმ-ს შეადგენდა, ვიდრე მისი 2/3-ზე მეტი არ დააშრეს.

ხანჩალის ტბის სტატისტიკური მონაცემები ტბის დაშრობამდე:

  • ფართობი -13.1კმ2
  • სიგრძე - 7 კმ2
  • სიგანე - 2.5კმ2
  • სიღრმე - 0.7 მ
  • სიმაღლე ზღვის დონიდან - 1,928მ
  • ტემპერატურა - 10°C
  • მდინარის აუზის ფართობი - 176კმ2


ჩამდინარე წყლები: ტბას კვებავს 10 მცირე მდინარე, რომელთაგან 3 სეზონურია; მთელი ნაკადის საშუალო დებეტი 2 265 ლ/წმ-ია.


გამომავალი წყლები: ტბის ჩრდილოეთი ნაწილიდან გამოედინება მდინარე აგრიჩაი, რომელიც უერთდება მდინარე ფარავანს სოფ. ყაურმასთან. ხანჩალის დაცლა ხდება წყლის დონის მარეგულირებელი არხებითაც. ასევე ტბიდან სათავეს იღებენ ე.წ. დილიფის წყაროები. მთლიანად გამოსავალი 3250 ლ/წმ-ია.




წყარო

მაჭარაშვილი ირაკლი. ჯავახეთის წყალჭარბი ეკოსისტემები : ბიომრავალფეროვნება და კონსერვაცია / ი. მაჭარაშვილი, გ. არაბული, გ. დარჩიაშვილი, გ. გორგაძე - თბ., 2004 : შპს "სი-ჯი-ეს"-კალამუს გრაფიკი - 63გვ.: ფოტ.; 22სმ. - ტექსტი ქართ. და ინგლ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები