ტელემაქოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:26, 14 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტელემაქოსი – (ბერძნ.) ოდისევსისა და პენელოპეს ვაჟიშვილი.

როდესაც ოდისევსი ტროელთა წინააღმდეგ საბრძოლველად წავიდა, ტელემაქოსის აღზრდა მენტორს მიანდეს. ათი წელი იბრძოდა ოდისევსი, ათი შინ დაბრუნებას მოანდომა. ამასობაში დავაჟკაცდა ტელემაქოსი და ათენას რჩევით, მამის საძებრად გაემართა ჯერ ნესტორთან პილოსში, ხოლო შემდეგ მენელაოსთან სპარტაში. მას თან ახლდა მენტორად გარდასახული ათენა, რომელიც მოძღვრავდა ჭაბუკს და მფარველობდა. როდესაც ტელემაქოსი ითაკაზე დაბრუნდა, მეღორე ევმეოსის ქოხში შეხვდა მამა-ოდისევსს და მასთან ერთად იბრძოდა პენელოპეს სასიძოთა წინააღმდეგ.

გვიანი ხანის მითები გვამცნობენ, რომ ტელემაქოსმა, ოდისევსის გარდაცვალების შემდეგ იქორწინა კირკეზე, რომლისგანაც შეეძინა ორი ვაჟი: ლატინუსი და აგრიუსი. სხვა მითების თანახმად კი, ტელემაქოსმა იქორწინა ალკინოევსის ასულ ნავსიკააზე ან ნესტორის ასულ პოლიკასტეზე, ან კირკეს ასულ კასიფონეზე. არსებობს ტელემაქოსის თავგადასავალთა ამსახველი სხვა თქმულებებიც. მისმა სახემ გვიანი ხანის შემოქმედთა ყურადღებაც მიიპყრო. მე-17 საუკუნეში ფრანგ მწერალს, ფენელონს შეუთხზავს რომანი სათაურით „ტელემაქოსის თავგადასავალი“, რომელიც შემდეგ კ. ტრედიაკოვსკის ლექსად უთარგმნია რუსულ ენაზე სახელწოდებით „ტელემაქიდა“.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები