ევმეოსი – (ბერძნ.) მეღორე, ოდისევსის ერთგული მონა. ადრე ევმეოსი მეფისწული ყოფილა. იგი მოიტაცეს ყაჩაღებმა და ოდისევსის მამას, ლაერტესს მიჰყიდეს. ითაკაზე დაბრუნებული ოდისევსი პირველად თავის მეღორეს გაენდო. ევმეოსი მას შეეშველა სასიძოების წინააღმდეგ ბრძოლაში.
წყარო
მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის