მამონა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:15, 4 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მამონა - ეშმაკის ერთ-ერთი სახელია, კერძოდ, სიმდიდრის ეშმაკია.
ეს სიტყვა ორჯერ გვხვდება ახალ აღთქმაში (მათ. 6:24; ლუკ. 16:13), არის სიმდიდრისა და ძალაუფლებისაკენ ლტოლვის სიმბოლო.
მამონა (არამეულად „ქონება“), ბერძნულ ენაში არამეულიდან შესული ნასესხები სიტყვაა, რაც „სიმდიდრეს“ და „ფუფუნებას“ ნიშნავს მამონა არის ის, რასაც ენდობი და ვისგანაც რაღაცას მოელი. ბერძნული და ძველი რომაული ვერსიით, მამონას ანალოგი გახლავთ „მერკური“, ვაჭრობის მფარველი ღმერთი.
წყარო
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
- ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო;