კავი (სამეურნეო იარაღი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:23, 28 იანვარი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხის კავი(ფიჭვნარის არქეოლოგიური მონაპოვარი)

კავი – მარტივი კონსტრუქციის სახვნელი. კავში უღელ ხარს შეამდნენ. იგი გუთნის, ერქვანისა და კავისაგან შედგებოდა.

კავი აჭარის ზღვისპირა ზოლში – თანამედროვე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების მიდამოებშია დადასტურებული. კავის გუთანი – კბილა მძიმე და მაგარი ხე, ძირითადად, უხრავი, ურთხელი ანდა თუთა იყო. საუკეთესო იყო ხის ძირი, სიგრძით 55-60 სანტიმეტრის მსხვილი ფესო. მისი უკანა მხარე ფართო უნდა ყოფილიყო. გუთანს ცხვირზე ოვალური ნაწიბური გასდევდა, ხოლო ყურებს ძალზე დაბალს ტოვებდნენ. გუთანში საგანგებოდ შერჩეული მოხრილი – „მოკაკული ხე” მაგრდებოდა. კავის მოხრილი ნაწილი „ნაპირული” იყო, რომელიც გუთნის მიერ გაჭრილ მიწას გვერდებზე ყრიდა და ხმალას ფუნქციას ასრულებდა. კავის თავი სამი კბილანათი მთავრდებოდა, რითაც სახვნელის უღელზე მიბმა-დამაგრება და აწევ-დაწევა ანუ რეგულირება ხდებოდა. კავის სიგრძე 2,70-2.80 სანტიმეტრს, ხოლო ერქვანას სიმაღლე 80-100 სანტიმეტრს შეადგენდა. ერქვანას მასალად შქერის ხე იყო აღიარებული. მას სახელური ბუნებრივად ზედვე ნაზარდი ჰქონდა. კავის სახნისი სხვა სახვნელების სახნისებისაგან განსხვავდებოდა. იგი შედარებით დიდი ზომის იყო, ბოლო ფართო ჰქონდა და ზურგზე ნაწიბური გასდევდა. კავისათვის წაბლის ხის ბუნებრივად მოხრილ ხეს არჩევდნენ.





წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები