თესლის ზიარება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თესლის ზიარება / სიმინდის კურთხევა – აგრარული ხასიათის ქიზიყური წეს-ჩვეულება – სათესლე მარცვლეულის (ხორბლის, ქერის და სხვ.) დალოცვა. სათესლე მარცვლით სავსე საცალოში (5-7 ფუთის ტევადობის ტომარა) ხახვს, ნიორს, კაკალს (კაკლის ზომის მარცვალი მოვაო) ჩაყრიდნენ და ნაკვერჩხალსაც ჩადებდნენ; გუთნისდედა ხელადით ღვინოს გამოიტანდა, ქუდს მოიხდიდა, პირჯვარს გადაიწერდა, ცოტა ღვინოს ნაკვერჩხალს დაასხამდა, ღმერთს მოსავლის სიუხვეს შეთხოვდა და დალევდა. თესვის დროს კაკალს, ნიორსა და ხახვს მეხრეები აკრეფდნენ.

გურიაში სათესლე სიმინდის კურთხევა იცოდნენ. სათესლედ საუკეთესო სიმინდის ტაროებს არჩევდნენ, ფშვნიდნენ შიგ ლობიოს თესლს გაურევდნენ და თავღია ჭურჭელში მოათავსებდნენ. თესლის საკურთხებლად მოიწვევდნენ მღვდელს, რომელიც სათანადო ლოცვის წარმოთქმის შემდეგ თესლით სავსე ჭურჭელს სამჯერ წაღმა შემოატრიალებდა და აიაზმას მიასხურებდა. ასე დამთავრებული კურთხევის შემდეგ მასპინძელი მღვდელ-დიაკვანს შეძლებისდაგვარად გაუმასპინძლდებოდა.


ლიტერატურა

ს. მენთეშაშვილი. ქიზიყური ლექსიკონი. თბ., 1943; ა. წულაძე. ეთნოგრაფიული გურია. თბ., 1971, გვ. 108.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები