ქაცვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქაცვი

ქაცვი – (Hippophea rhamnoides L.); ოჯახი: ფშატისებრნი (Elaeagnaceae). 3-6 მ-ის სიმაღლის ბუჩქი ან იშვიათად – ხე, ძლიერ დატოტვილი გაშლილი ვარჯით, ეკლიანი. ქერქი მონაცრისფრო ფერისაა. ფოთლები მოგრძო-ლანცეტაა ან ხაზური, თითქმის მჯდომარე. ფოთლები ორივე მხარეზე ვარსკვლავა-ქეჩისებური ქერცლებითაა მოფენილი, ქვედა მხარეს , მოვერცხლისფრო თეთრია, ზედა მხარეს – მონაცრისფრო მწვანე. ყვავილები იღლიურია, ყვითელი, სურნელოვანი. ყვ. IV-V; ნაყ. VIII-X. მცენარე იზრდება მდინარეთა ნაპირებზე, ჭალებში, სარწყავი არხების გასწვრივ. კახეთში საკმაოდ ხშირია. მისი ნახვა შესაძლებელია გომბორზე, მდინარე კისისხევის ხეობაში, სოფელ მანავის მიდამოებში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.







წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები