საზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საზი

საზი - აღმოსავლური სიმებიანი საკრავი, მსხლის ფორმის ღრმაკორპუსიანი, გრძელყელიანი. მზადდება სხვადასხვა ზომისა. საზი ერთ-ერთი უძველესი ხალხური საკრავია. იხსენიება ნიზამის (XII ს.) პოემებში. საზს წამყვანი ადგილი უკავია ხალხურ საკრავთა ანსამბლში. მასზე შემსრულებლები იყვნენ აშუღები - ხალხური მომღერლები, პოეტი–იმპროვიზატორები, რომლებიც გამოდიოდნენ ბაზრების მოდნებზე, სახალხო შეკრებებზე. მათ რეპერტუარში წარმოდგენილი იყო საგმირო, ისტორიული, ეპიკურ-სატრფიალო სიმღერები. საქართველოში გავრცელდა XVIII ს-დან სხვა აღმოსავლურ საკრავებთან და ანსამბლთან ერთად. თბილისში განსაკუთრებით მიღებული იყო აზერბაიჯანულ მოსახლეობაში.

ლიტერატურა

დ. არაყიშვილი, ქართული მუსიკა (მოკლე ისტორიული მიმოხილვა), ქუთაისი, 1925. მ. შილაკაძე, ქართული ხალხური მუსიკალური ტრადიციები და თანამედროვეობა, 1988. მ.შ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები