კალანდარიშვილი დიმიტრი (იურისტი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:16, 28 მარტი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კალანდარიშვილი დიმიტრი ილარიონის ძე (?-?) - იურისტი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სენატის წევრი. 1911-1918 წლებში იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი
1919 წლის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის წევრად აირჩია, მუშაობდა სენატის სამოქალაქო-საკასაციო დეპარტამენტში.
სხვა ბიოგრაფიული მონაცემები უცნობია.
- ბექა ქანთარია
ლიტერატურა
ბ. ქანთარია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სათავეებთან (1919-1921). თბ., 2004.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი