თვალჭრელიძე პარმენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პარმენ თვალჭრელიძე ცახელი

თვალჭრელიძე პარმენ ივანეს ძე (? - 31.VIII.1919, ქუთაისი) - ქართული ენის მასწავლებელი ქუთაისის I კლასიკურ გიმნაზიაში.

არ ჰქონდა უმაღლესი განათლება, მაგრამ, თანამედროვეთა გადმოცემით, იყო კარგი პედაგოგი, სპეციალისტი და უფლებრივად გაუთანაბრეს უმაღლეს დამთავრებულ მასწავლებლებს. მუშაობდა მასწავლებლად ბეშნაგირის ერთკლასიან სასწავლებელში 1888-1889 წლებში; 1908 წლიდან დროებით დაინიშნა ქართული ენის მასწავლებლად ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში, შემდეგ დაამტკიცეს შტატის მასწავლებლად ამავე საგანში (1918). მინიჭებული ჰქონდა სამოქალაქო და სამრევლო მასწავლებლობის წოდება; 1911 წლიდან ქართული ენის მასწავლებლის წოდება.

1918 წლის დეკემბერში განათლების სამინისტროში გაგზავნილ დეპეშაში პ. თვალჭრელიძე სომხეთთან დაწყებულ ომში წასვლის უფლებას ითხოვდა: „გულს ვეღარ ვიკავებ, ჯარში ვეწერები, საწინააღმდეგო ხომ არაფერი გაქვთ, გთხოვთ შეეკითხოთ მინისტრის ამხანაგს“.

დეპეშაზე ასეთი პასუხი მიიღო:

„ახალგაზრდობას, რომელიც სასწავლებელში სწავლობს, ისევე ჭირდება ხელმძღვანელნი, როგორც სამშობლოს დღეს მეომარნი. ვფიქრობ, ბ-ნი თვალჭრელიძე უნდა დარჩეს სასწავლებელში“.

სამწუხაროდ, პ. თვალჭრელიძე ბოროტმოქმედების ხელით იქნა მოკლული.

'დოდო ჭუმბურიძე

ლიტერატურა

სცსა, ფ. 1935, აღწ. 2, საქ. 468.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პარმენ ცახელი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები