ქორქაშვილი მიხეილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:20, 4 მარტი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ქორქაშვილი მიხეილ ლევანის ძე (?-?) - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სენატის წევრი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრი.
1919 წლის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის სისხლის სამართლის საკასაციო დეპარტამენტის სენატორად. იყო ქუთაისის სასამართლოს წევრი.
სხვა ბიოგრაფიული მონაცემები უცნობია.
- ბექა ქანთარია
ლიტერატურა
ბ. ქანთარია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სათავეებთან (1919-1921), თბ., 2004.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი