თაღარი (მარცვლეულის საწყაო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:23, 18 ოქტომბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თაღარი - მარცვლეულის საწყაო, დიდი ზომის პირფართე თიხის ჭურჭელი. საქართველოში დამკვიდრდა ირანიდან, სიტყვა „თაღარი“ პირველად გვხვდება XIII ს-ის ხოჯაყოფილის მიერ ნათარგმნ „წიგნი სააქიმოი“-ში. როგორც საზომისაწყაო ირანში, თაღარის წონა განსაზღვრული იყო 100 თავრიზული მანით (მანი=812გ.), რაც შეესაბამება 83,2 კგ-ს. ივ. ჯავახიშვილის გამოკვლევით, თაღარი 30 ლიტრას უდრიდა.
XIX ს-ში თბილისის მაზრაში თაღარი შეადგენდა 3 კოდს, ე.ი. 30 ლიტრას. კოდის ზრდის გათვალისწინებით, თაღარის ტევადობა XVIII-XIX სს-ში საშუალოდ 90-100 კგ.-ით განისაზღვრებოდა.
'თაღარი ეწოდებოდა საწნახლიდან გადმოსული ტკბილის მოსაკავებელი თიხის ან ქვის ჭურჭელსაც (ისარნა).
თაღარი
ივ. ჯავახიშვილი, ქართული საფას-საზომთმცოდნეობა. გ. ჯაფარიძე, ნარკვევები ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან. 1973. ე.ნ. მ.ხ.