მგალობლიშვილი მიხეილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:27, 7 თებერვალი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მგალობლიშვილი მიხეილ - (1887, ქ. ვენა - 1931) - ექიმი, გინეკოლოგი.
დაამთავრა ვენის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, 1914-1919 წლებში მუშაობდა იქვე მეან-გინეკოლოგად.
1920 წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის გინეკოლოგიური კლინიკის ასისტენტად.
1925 დაიცვა სადოქტორი დისერტაცია, იმყოფებოდა საფრანგეთსა და გერმანიაში სამეცნიერო მივლინებით. იყო პროფესორი (1930).
- მანანა ლილუაშვილი
ლიტერატურა
ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები, 1917-1926“, თბ., 2006.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი